სიახლეები
„ნიკორას“ სააღდგომო საჩუქრები აფხაზ დევნილ ოჯახებს

„ნიკორა“ ლილოს დასახლებაში მცხოვრები აფხაზი ოჯახების დახმარებას განაგრძობს. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ დევნილებს „ნიკორას“ პროდუქციის სასაჩუქრე კალათები ამჯერად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გადაეცათ.

ლილოს დასახლებაში მცხოვრებმა ამ ეთნიკურად აფხაზმა ოჯახებმა აფხაზეთი 3 წლის წინ დატოვეს და თავშესაფარი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვეს.

Created By: Pro-Service Copyright © 2013 NIKORA Productions. All Rights Reserved.