რეცეპტები
მიდიები კარტოფილითა და ძეხვით

მასალად საჭიროა:
კარტოფილი (მოზრდილი ზომის) - 2ცალი;
მოხარშული ძეხვი "დელიკატესური" -375 გრ;
წვრილად დანაყილი ნიორი - 3 კბილი;
თევზის ბულიონი - 125 მლ;
თეთრი მშრალი ღვინო "ტევანი" - 50 გრ;
ზეითუნის ზეთი - 2 სუფრის კოვზი;
მიდიები, კარგად გასუფთავებული - 20 ცალი;
მარილი, წიწაკა - გემოვნებით;
ოხრახუში - 1 კონა.

მომზადების წესი:
გაათბეთ ზეითუნის ზეთი დიდი ზომის ქვაბში, ჩაყარეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, ფრთხილად ამოურიეთ და 2 წთ.-ით დააყოვნეთ დაბალ ცეცხლზე, ჩაამატეთ თევზის ბულიონი, თეთრი მშრალი ღვინო `ტევანი~, მიდიები, შეაზავეთ მარილითა და წიწაკით და მიიყვანეთ ადუღებამდე. ქვაბი რამდენჯერმე შეაჯანჯღარეთ 5-8 წუთის განმავლობაში, მიდიების გახსნამდე. გაუხსნელი მიდიები გადაყარეთ (ნუ ეცდებით ძალით გახსნას). გადაწურეთ ნახარში ცალკე ჯამში. ქვაბიდან ფრთხილად ამოიღეთ მიდიების ხორცი და კარტოფილი, გადაიტანეთ დიდი ზომის ლანგარზე, მოაყარეთ მსხვილ ნაჭრებად დანაწევრებული ძეხვი "დელიკატესური" და მოასხით ნახარში წვენი, მორთეთ ოხრახუშით და სუფრასთან მიიტანეთ ცხლად.

უკან
Created By: Pro-Service Copyright © 2013 NIKORA Productions. All Rights Reserved.